Thursday, September 15, 2016

მთავარი გვერდი

31.03.2023წ
ჩვენი სკოლის მეეცხრეკლასელთა შეხვედრა თანამედროვე ქართველ ხელოვანთან- ლია ბაგრატიონთან,ვისთვისაც ექსპერიმენტები და ახალი მიდგომების ძიება შემოქმედების მთავარი ნიშანია..
საინტერესო და მნიშვნელოვანი მესიჯი მოსწავლეებისთვის -იყავით საინტერსო პიროვნებები🤔 და თავისუფალნი თვითგამოხატვის მრავალფეროვანი გზების ძიებისას✌️🙏
ჩვენი სკოლის დირექციის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ქბ.Lia Bagrationi -ს ჩვენს სკოლაში სტუმრობისთვის და საინტერესო შეხვედრის წარმართვისთვის .🥰🌺













სსიპ-დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლაში მათემატიკაში კონფერენცია ჩატარდა





21.03.2023წ
სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №16 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჩუქარი, პერსონალური კომპიუტერები გადაეცა. სკოლის დირექტორმა, ადმინისტრაციის წევრებმა და დამრიგებლებმა წარჩინებულ მოსწავლეებს მშობლებთან ერთად უმასპინძლეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. სკოლაში წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა, ტრადიციულად, ყოველწლიურად მატულობს. ამჯერად, პერსონალური კომპიუტერები, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის სულ 10 მოსწავლეს გადაეცა; სასკოლო საზოგადოება იზიარებს ამ სიხარულს და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც!








27.03.2023წ
სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ თბილისის N 16 საჯარო სკოლაში ჩატარდა კონფერენცია მათემატიკაში. კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს გაეაზრებიანათ მათემატიკის მნიშვნელობა ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში,ასევე საგანმანათლებლო რესურსს პლათფორმა CK 12 ის გამოყენებით მოეხდინათ მათემატიკის სწავლების პროცესში თეორიული მასალის გააზრებისა და მათი პრაქტიკაში გამოყენების მნიშვნელობა.მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილ პრეზენტაციებში ნათლად იყო წარმოჩენილი მედიცინის,ხელოვნების,სოფლის მეურნეობის,ასტრონომიის და სხვა დარგებისა მათემატიკი ურთიერთკავშირი
კონფერენციას ესწრებოდნენ მშობლები და სხვადასხვა კათედრის პედაგოგები
მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს STEM მიმართულებით გაძლიერებას,პრეზენტაციები მომზადებული იქნა საგანმანათლებლო პლატფორმა CK12ის გამოყენებით
სიღრმისეული ანალიზებისა და რეკლამების ნახვა
ქიმიის  პედაგოგი  ხათუნა ნოძაძე



2019-2020 სასწავლო წელი














ონლაინ შეხვედრა








სკოლაში ჩატარდა გამოფენა თემაზე
,,ჩვენ ვგმობთ ოკუპაციას"
ხელმძღვანელი ისტორიის პედაგოგი რუსუდან ხმიადაშვილი



საქართველოს სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით და მაჟორიტარი დეპუტატის კობა კობალაძის ბიუროს ჩართულობით პროექტ “გაიცანი ევროპა და განავითარე შენი ქალაქის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ გლდანის საჯარო სკოლის მოსწავლეები.გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი დაიკავა 16 საჯარო სკოლის მოსწავლემ ქეთევან რუხაძემ და 175 სკოლის მოსწავლემ ავთანდილ მერაბიშვილმა.
▶️გამარჯვებულ გუნდებს საჩუქრად "ქართული დღეები ბაქოში 2020 ის " დაფინანსება გადაეცათ.








ჯანსაღი ცხოვრება სკოლაში




სსიპ- დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს XII ბ კლასის მოსწავლეს, ლუკა ბრეგვაძეს, უდიდეს წარმატებას, მსოფლიო ჩემპიონობას პანკკრატიონში. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა იტალიაში, კერძოდ, რომში, სადაც ლუკამ ყველა ორთაბრძოლა მოიგო და გახდა 17 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი. როგორც ვიცით, დელეგაციაში 12 წევრი შედიოდა, თუმცა ოქროს მედალი მარტო ლუკა ბრეგვაძემ ჩამოიტანა. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ლუკას ამ დიდ წარმატებას, ვუსურვებთ კიდ...
იხილეთ მეტი

https://www.facebook.com/watch/?v=504292776826256

დიდი მადლობა ძვირფასო IX ბ კლასის მოსწავლეებო აქტიურობისთვის, იდეების გაზიარებისთვის ...მრავალი წარმატება თქვენ. თემა: "Technology". გაკვეთილზე გვესწრებოდა ბრიტანეთის საბჭოს წარმომადგენელი ბატონი: Mark Windale ასევე მადლობა 11 კლასის მოსწავლეებს კვლევაში მონაწილეობის მიღებისთვი






კიდევ ერთი ტრენინგი-გაკვეთილი მასწავლებლებისთვის ჩვენს სკოლაში განმავითარებელი შეფასების შესახებ...
ტრენერი - წამყვანი მასწავლებელი ანა კვარაცხელია..







საბავშვო პოეტი და მწერალი , მარიამ წიკლაური ჩვენს სკოლასეწვია . მწერალს მეოთხეკლასელებმა გულთბილად უმასპინძლეს. წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები,.ერთობლივად დაათვალიერეს მწერლის მოთხრობების მათ მიერ შექმნილი და წიგნად აკინძული ილუსტრაციები..და ბოლოს, სტუმრისგან აიღეს ინტერვიუ. შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა , მადლობა პოეტს!





ტრენინგი-გაკვეთილი მასწავლებლებისათვის განმავითარებელი შეფასების შესახებ ( ორმხრივ ჩანაწერთა დღიური გალაკტიონის ლექსის ,,სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" მიხედვით...
ტრენერი - წამყვანი მასწავლებელი-მანანა თოდრია...







პედაგოგების გაცილების საღამო




ეკოკლუბმა ,,ოჩომპიტრე-პატარა მოგზაურები"
ჩაატარა მორიგი კონფერენცია თემაზე ,,შავი ზღვა, პრობლემები,გადაჭრის გზები." კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მე-7; მე-8; მე-9' მე-10 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა სკოლის დირექტორმა ქ. რეხვიაშვილმა, დირექტორის მოადგილემ მაია ჯერვალიძემ, ისტ პედაგოგმა ნ. ასლამაზაშვილმა,დაწყებითი კლასის პედაგოგმა ნ. პარკაულმა,ასევე მშობლებმა ქ. მახარაშვილმა; თ ჭაბუკიანმა.
ეკოკლუბის ,,ოჩოპინტრე-პატარა მოგზაურები" ხელმძღვანელი სამოქალაქო განათლ...
იხილეთ მეტი






ჩვენს პატარა კინგსელებს დღეს ანიმატორი ლომი ესტუმრა სიგელებითა და ახალი შემოთავაზებებით







დიდი აქტიურობა ჩვენს სკოლაში






გარემონტებული ჩვენი სკოლა







გილოცავთ ახალს სასწავლო წლის დასაწყისს!




მუსიკის პედაგოგი ია ურუშაძის კვლევის ანგარიში



შესავალი


მოსწავლეთა განვითარებაში სკოლის როლი უმნიშვნელოვანესია. იგი ქმნის უნიკალურ და თვითმყოფად გარემოს, სადაც ბავშვი თავისი ცხოვრების 12 წელს ატარებს, ვითარდება, უყალიბდება ღირებულებათა სისტემა და სწავლისა და ცხოვრების აუცილებელი უნარ-ჩვევები. სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და სასიცოცხლო პროცესების წარმართვისათვის, მისი წარმატებული ფუნქციონირებისათვის აუცილებელია მნიშვნელოვანი რგოლების, მოსწავლისა და მასწავლებლის შეთანხმებული მუშაობა. ამისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა აღნიშული რგოლების მაღალი მოტივაციაა.

(maststavlebeli.ge/ ინტერგაზეთი/ ,,სკოლადა თემი''/16.03.2015/თამთა კობახიძე)
ექსპერტები სულ უფრო მეტად რწმუნდებიან მოტივაციის მნიშვნელოვან როლზე აზროვნების პროცესში. მოტივაცია კი  განაპირობებს განწყობასა და დისპოზიციებს, რომლებსაც მოსწავლეები მიჰყავს სწავლის გამოცდილებამდე.  (Pintrich & Schunk, 2002).
წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელიც სწორედ მოსწავლეების მტივაციის ამაღლებას ეხება.
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა ჩავატარე ქალაქ თბილისის N 16 საჯარო სკოლის მე - 9 ა კლასის მოსწავლეებთან, თემაზე ,,ეფექტური სტრატეგიების გამოყენება მუსიკის გაკვეთილზე მოტივაციის ასამაღლებლად".
მუსიკის გაკვეთილები, ზოგადად, ემსახურება განათლებული და კულტურული მსმენელის აღზრდას.   ამიტომ გაკვეთილზე უფრო მეტი ყურადღებას ვუთმობ  მუსიკის მოსმენასა და ახალი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, გაკვეთილზე თემატურ მასალას ვეცნობით, ვკითხულობთ და ვმსჯელობთ, ბავშვები გამოხატავენ თავიანთ აზრსა და დამოკიდებულებას. ამის შემდეგ, თითქმის ყველა გაკვეთილის ბოლოს, ვისმენთ მუსიკას შესაბამისი აქტივობების გამოყენებით.
მე-9 ა კლასს უკვე მეხუთე წელია ვასწავლი. მოსწავლეების  ინტერესის სფერო საკმაოდ დიდი იყო,  ამიტომაც მათთან მუშაობა ყოველთვის აქტიურობითა და ხალისით გამოირჩეოდა. საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ და მრავალფეროვნად მიმდინარეობდა, ვხედავდი, რომ ჩემ მიერ შეთავაზებული  აქტივობებიც მოსწონდათ. თუმცა, ჩემდა გასაკვირად, დავინახე, რომ  სასწავლო წლის დასაწყისშივე კლასში მუსიკის საგნის მიმართ ინტერესმა მოიკლო. შევამჩნიე, რომ მოსწავლეები გაცილებით ნაკლებ დროს უთმობდნენ გაკვეთილის მომზადება. ფიქრობენ, რომ მათთვის ხუთი-ათი წუთი აბსოლიტურად საკმარისი იყო ახალი მასალის ასათვისებლად. რა თქმა უნდა,  ეს რეალობისგან შორს იყო. სწორედ ამ მიზეზით კვლევის ობიექტად ავიერჩიე სწორედ ეს კლასი და კვლევის თემაც მოტივაციას დაუკავშირდა.
მაშ ასე: ჩემ წინაშე დიდი გამოწვევაა. საბაზო საფეხურის მოსწავლეებში აღვძრა  მოტივაცია საგნის მიმართ, რათა მათ უფრო მეტი დრო დაუთმონ  მუსიკის სწავლებას, ვიდრე ახლა.  მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოსწავლეები კვლევის ამ პროცესში კიდევ მეტად განივითარებენ ისეთ უნარებს, როგორიცაა მასალის გააზრება, მუსიკის მოსმენა-დაკვირვება და ამ ყველაფრის პრაქტიკაში გადატანა.
ვფიქრობ, რომ კვლევა დამანახებს გზებსა და საშუალებებს, თუ რა ხერხითაა შესაძლებელი ამ სირთულეების დაძლევა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ყველაფერ ამას მომავალში გავითვალისწინებ, რათა  მოსწავლეები შედარებით მარტივად და ინტერესით აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში.
საკუთარი პრაქტიკის კვლევა მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიის განვითარებისთვისაც, რადგან  კვლევის პროცესი მოითხოვს პრობლემურ სიტუაციაზე დაკვირვებას, საკითხის ღრმა მეცნიერულ შესწავლას, ანალიზის საფუძველზე არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად კონკრეტული მიზნების დასახვას, სწორი მიგნებებით პრიორიტეტების განსაზღვრას მოსწავლეთა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, რადგანაც კვლევის არსი გულისხმობს საკითხის ღრმა შესწავლას, კვლევის პროცესში გამოიკვეთება ის პრობლემები, რომელიც იწვევს მოსწავლეთა დემოტივაციას. კვლევის მიმდინარეობის დინამიკა გვიჩვენებს გზებსა და მიგნებს, რომელიც შესაძლებელს გახდის საგაკვეთილო პროცესში საგნისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

I. თავი: საკვლევი საკითხის მიმოხილვა


1.1 მოკლე ინფორმაცია კლასის შესახებ:


სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქ. თბილისის N16 საჯაროსკოლის მე - 9 ა კლასში ირიცხება 21 მოსწავლე. კლასი საშუალო აკადემიური მოსწრებისაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლასის ხუთი  მოსწავლე რეგულარულად აცდენს საგაკვეთილო პროცესს, რაც მთლიან კლასის აკადემიურ მოსწრებაზე ცუდად აისახება. წლების განმავლობაში ვასწავლი ამ მოსწავლეებს.  ისინი ყოველთვის გამოირჩეოდნენ მუსიკის საგნის მიმართ დიდი სიყვარულით, კარგი უნარებითა და შესაძლებლობებით. მიუხედავად კარგი შედეგებისა, მე - 9 კლასში  საგნისადმი ინტერესმა იკლო, რაც სასწავლო წლის დასაწყისშივე გამოჩნდა. ეს, რა თქმა უნდა,  აისახა შემაჯამებელი დავალებების შესრულების ხარისხსა  და მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზეც. სწორედ საგნისადმი მოტივაციის დაკარგვამ განაპირობა ჩემი საკვლევი თემის შერჩევა.

1.2 პრობლემის აქტუალობა:


პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციასა და მის განმაპირობებელ  ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლეთათვის გადამწყვეტ როლს ასრულებს მომავალ წარმატებაში. როგორც ვიცით, სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება: ცნობისმოყვარეობა, თვითრწმენა, დამოკიდებულება, მოხოვნილებები.  თითოეული მათგანი მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტორებია, თუმცა მათგან მაინც გამოვყოფდი  მოსწავლეთა დამოკიდებულებას საგნის მიმართ, რადგან  ეს გარკვეულწილად განაპირობებს სასწავლო პროცესში სრულ ჩართულობასა და საგნის მიმართ ინტერესს.  აქედან გამომდინარე , გადავწყვიტე კვლევა სწორედ მოტივაციის  ამაღლების პრობლემაზე ჩამეტარებინა, რადგან ბოლო პერიოდში ვატყობდი, რომ მე-9  კლასის მოსწავლეები,  ე.წ. თინეიჯერულ ასაკში, ჩემი საგნის მიმართ მოტივაციას დღითიდღე კარგავდნენ, თუმცა მათ რომ ვკითხოთ, მუსიკა ძალიან უყვართ და კარგი მსმენელებიც არიან.  მე, როგორც მასწავლებელმა, რომელიც ამ კლასს უკვე მეხუთე წელია ვასწავლი,  დავინტერესდი, თუ რა იყო მიზეზი მოსწავლეთა დემოტივაციის.  სწორედ ეს გახდა  ჩემი კვლევის მიზანი. ჩემი სურვილი იყო დეტალურად შემესწავლა ყველა ის უარყოფითად მოქმედი ფაქტორები, რაც მოსწავლეებზე ასე ცუდად აისახება და, რაც მთავარია, მეპოვა პრობლემის გადაჭრის გზები. გარდა ამისა, საკუთარი პრაქტიკის კვლევა მნიშვნელოვანია ჩემი პროფესიული ზრდისათვის.  ეს პროცესი საინტერესოა და დიდი გამოწვევაა ჩემთვის.  






ბიოლოგიის პედაგოგის რუსუდან ნადარეიშვილის კვლევის ანგარიში
ჩატარებული კვლევის რეფლექსია
სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მე-10 ა კლასში პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომელიც 2018 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019წლის ივნისამდე გაგრძელდა. კვლევის თემა იყო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ბიოლოგიის სწავლებაში ჩართულობის გაზრდის გზები. მიღებულმა შედეგებმა მოლოდინი გაამართლა. პირველივე კათედრის სხდომაზე ჩემ კოლეგებს ვაცნობე, ჩემი კვლევის თემა და მიზანი.(საბუნებისმეტყველო კათედრის პირველი სხდომის ოქმი) მათ მითხრეს, რომ საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სწავლებაში დაბალი ჩართულობა ზოგადი პრობლემაა და დაინტერესდნენ კვლევის მიმდინარეობის პროცესით და შედეგებით. კათედრის შემდეგი სხდომა გასვლითი იყო. კათედრის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა საგურამოში, მის აგარაკზე გაგვემართა იგი, მოიპატიჟა ქართულისა და ისტის მასწავლებლები, დირექციის წევრები, დირექტორი.(საბუნებისმეტყველო კათედრის მესამე სხდომის ოქმი) იქ გავაცანი ჩემი კვლევის ანგარიში, მივიღე რჩევები. კვლევის ფარგლებში, ორი ღია გაკვეთილი და პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია მათი დასწრებით ჩავატარე, დაინახეს, რომ ეფექტური სწავლების მეთოდები თვალსაჩინო გავლენას ახდენს მოსწვლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლებაზე და შესაბამისად მაღლდება მათი ცოდნის დონე და აკადემიური მოსწრება. გადაწყვიტეს, ისინიც ხშირად გამოიყენებდნენ ამ მეთოდებს. (კვლევის ეთიკის დაცვას დიდ ყუერადღებას ვაქცევდი)

მიღებული გამოცდილება დამეხმარება საშუალო საფეხურის სხვა კლასებში სწავლებაში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდაში. ეს ჩემ პროფესიულ განვითარებაში წინ გადადგმული ერთი ნაბიჯია, ამ გამოცდილებით სხვა პრობლემების გადალახვის თუ სიახლეების დანერგვის პროცესს უფრო ადვილად განვახორციელებ. კვლევის გაზიარება კოლეგებს დაეხმარება საკუთარი კვლევის განხორციელებაში, მიღებული შედეგები სკოლას სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში რაც კვლევიის შედეგების მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტიაა.








25


დანართი 1.              კვლევის დღიური

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევისთვის მე-10 ა კლასი ავირჩიე. საკუთარმა პრაქტიკულმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ  სწავლების საშუალო საფეხურზე მოსწავლეთა  სასწავლო პროცესში ჩართულობა და აკადემიური შედეგები დაბლდება. ბიოლოგიის გაკვეთილზე ეს უფრო შესამჩნევია მეათე კლასში, რადგან მოსწავლეები სახელმძღვანელოს უჩივიან. აღნიშნავენ, რომ საგაკვეთილო ერთეულების დიდი მოცულობისა და რთული ენით დაწერის გამო, სახლში ბევრი დრო ეხარჯებათ სწავლაზე, ზოგი ტექსტი ისეთი ენითაა დაწერილი, მოტივაცია ეკერგებათ. მინდოდა გამომეკვლია, მოცემული სახელმძღვანელოს პირობებში შესაზლოა თუ არა ისეთი მეთოდების მოძემნა, რომელიც სახალისოსა და საინტერესოს გახდიდა პროცესს. მაგალითად, მოსწავლეებს ეძნელებათ სახელმძღვანელოში ისეთი გაკვეთილების სწავლა და გაგება, როგორიცაა , სუნთქვა და ფოტოსინთეზი. ამიტომ ფოტოსინთეზის სწავლებისას ორი ინტერაქტიური მეთოდის გამოყენაბა გადავწყვიტე. „შებრუნებული საკლასო ოთახი“ და მანიპულატივების მეთოდი. თემა-ნერვულ სისტემაზე მოქმედი ჰალუცინოგენები დეპრესაანტები, სტიმულატორები სახელმძღვანელოში დიდი მოცულობის საგაკვეთილო ერთეულითაა წარმოდგენილი, ამიტომ ჯიქსოუს მეთოდი გამოვიენე, რომ გაკვეთილზევე თვითონაც ესწავლათ და სხვებისთვისაც ესწავლებინათ. ხოლო მაღალი სააზროვნო უნარებისა და ჩართულობის გასაზრდელად, მოსწავლეთათვის საინტერესო თემაზე  პროექტული სწავლება დავგეგმეთ. ჩემი დაკვირვებით, ასეთმა მიდგომებმა დაბალი მოტივაციის მოსწავლეები გააქტიურა და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ჩაერთვნენ სწავლების პროცესში.










საახალწლო განწყობა 
გილოცავთ ახალ წელს!  2019 წელს!
















სსიპ დავით სარაჯიშვილის  სახელობის ქალაქ თბილისის N16  საჯარო სკოლის 
პედაგოგის
ქეთევან რეხვიაშვილის მიერ 2017-2018 სასწავლო წელს ჩატარდა კვლევა შემდეგ საკითხზე:
მაღალი სააზროვნო უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის 
საჭირო ქმედებების  განსაზღვრა  სასწავლო პროცესში.

კვლევის შედეგად მასწავლებელმა გააკეთა შემდეგი დასკვნა:
სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის მე-9 ბ კლასში განხორციელდა პრაქტიკული კვლევა, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების  განვითარებასა და გააზრებული კითხვის უნარებზე სწავლა-სწავლების პროცესის  განსაზღვრა. კვლევა განახორციელა  მე-9 ბ კლასის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ქეთევან რეხვიაშვილმა.
კვლევისას გამოვიყენეთ  შერჩევის ორი ტიპი - სრული (საკვლევი პრობლემის შესასწავლად დაიგეგმა დიაგნოსტიკური წერების ჩატარება მე-9 ბ კლასის მოსწავლეებისათვის) და მიზნობრივი (დაიგეგმა კვლევის ჩატარების დრო ფოკუს-ჯგუფი ასევე, მე-9 კლასის მოსწავლეებთან.).                
კვლევის ვადებად ავიღეთ  2017 წლის დეკემბრიდან 2018 წლის  15 ივნისამდე პერიოდი. თვეში ორჯერ ხდებოდა შეგროვებული მასალის განხილვა-დამუშავება,  ინტერვენციების დაგეგმვა და ა. შ.
კვლევა განხორციელდა დაგეგმილ ვადებში. ამ პერიოდში განხორციელდა  დაგეგმილი ღონისძიებები, რომლის შედეგადაც მოგვეცა  შესაბამისი დასკვნების გაკეთების საშუალება.
კვლევის განმავლობაში მიღებულ შედეგებსა და მიგნებებზე დაყრდნობით შევიმუშავეთ რეკომენდაციები, რომლებიც გავაცანით კოლეგებს, გავუზიარეთ ჩვენი შეხედულებები, მო
ვისმინეთ მათი აზრი, რჩევები და ვუპასუხეთ მათ მიერ დასმულ კითხვებს.  


კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოსწავლეთა სააზროვნო უნარებისა და კრიტიკული აზროვნების  განვითარებას ხელს უწყობს:
1.         მოსწავლეზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტული  გაკვეთილების ჩატარება;
2.         ყურადღების გამახვილება არა ფაქტობრივ ცოდნაზე, არამედ კრიტიკულ, ანალიტიკური  და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე;
3.         განმავითარებელი შეფასებისთვის მეტი დროისა და ყურადღების დათმობა.


აქედან გამომდინარე, კვლევის რეკომენდაციები ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

1.         მოსწავლეზე ორიენტირებული, კონსტრუქტივისტული  გაკვეთილების ჩატარება;
2.         ყურადღების გამახვილება არა ფაქტობრივ ცოდნაზე, არამედ კრიტიკულ, ანალიტიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე;

3.         განმავითარებელი შეფასებისთვის მეტი დროისა და ყურადღების დათმობა.


სსიპ-დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის დირექტორი ქ-ნი ქეთევან რეხვიაშვილი




 პრაქტიკული კვლევის რეფლექსი


სსიპ ქალაქ. თბილისის დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯაროსკოლაში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა-მოსწავლეებში ლექსიკური მარაგის გამდიდრება ტექსტის გაგება-გააზრებისათვის კვლევისმიზანიიყოდეტალურადშევისწავლომესამეკლასშიუცხოტექსტისგაგება-გააზრებასთანდაკავშირებულისითულეებიდაგამოვნახოპრობლემისგადაჭრისოპტიმალურიგზები, რაცდამეხმარებარეალურადგავაუმჯობესოსწავლა-სწავლებისპროცესი კვლევაგანხორციელდა 2017-2018სასწავლოწლეს, გრძელდებოდა 5თვისმანძილზე. მოხდა დიაგნოსტიკა ტესტირების საშუალებით, თუ რა იყო ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზები. გამოიკვეთა , რომ ლექსილური მარაგის ნაკლებობა იწვევს გაგება-გააზრების პრობლემას. დაიგეგმა ინტერვენციები განხორციელდა, ისტ–ით გამდიდრებული გაკვეთილები, ფილმების ყურება, სხვადასხვა აქტივობა საინტერესო , სახალისო და შემეცნებითი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ჩატარდა დასკვნითი ტესტირება და ინტერვენციებმა დადებითი შედეგი გამოიღო.. მიღებულმა ცოდნა და გამოცდილებამ მაჩვენა, რომ გაკვეთილზე თითოეული მოსწავლის ტექსტის გააზრებას განსაზღვრავს მრავალფეროვანი და განსხვავებული აქტივობების გამოყენება; დადებით შედეგს იძლევა უმცროსკლასელთა სწავლებისას ბავშვის ფსიქოემოციური თავისებურებების გათვალისწინება, მუდმივი თანამშრომლობა მშობლებთან; სწავლების აქტუალური საკითხების კათედრაზე განხილვა იძლევა მრავალი პრობლემის გადაჭრის საშუალებას; მასწავლებელის მიერ ჩატარებული პრაქტიკის კვლევა მნიშვნელოვნად ამაღლებს სწავლა-სწავლების ხარისხს. ტესტირების მონაცემთა ანალიზი აძლევს საშუალებას მასწავლებელს ჰქონდეს რეალური სურათი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შესახებ. მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, კვლევის გაზიარაება კოლეგებისათვის. კვლევისშედეგებისგაზიარებასაინტერესოაღმოჩნდაკოლეგებისთვის. დაინტერესდნენშედეგებითდაგავუჩნდათსურვილისაკუთარიპრაქტიკისკვლევაგანახორციელონ. თემისარჩევამათიპრაქტიკისსაჭიროებიდანმოხდება. უკუკავშირი, იყოროგორცდადებითი, ისეუარყოფითი. კოლეგებისგარკვეულნაწილსმიაჩნიარომმსგავსიაქტივობებითაც და საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ამ პრობლემის აღმოფხვრა, რომელსაც მე აუცილებლად გავითვალისწინებ.ვისთვისაცკვლევისგაზიარებადადებითიიყომიიჩნევენრომთვითონაცგანახორციელებენსაკუთარპედაგოგიურპრაქტიკისკვლევას.
დაწყებითი კლასის პედაგოგი ნანა მერკვილაძე


ინგლისური ენის პედაგოგი ხათუნა ქუმელაშვილი
რეფლექსია
2017–2018 სასწავლო წელს Vგ კლასში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე - „პროექტებზე დაფუძნებული სწავლება“– უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენებისათვის მოსწავლეთა მოტივაციისა და კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარის განვითარებისათვის. პროექტის ხანგრძლივობა იყო შვიდი თვე. მისი ჩატარების იდეა და აუცილებლობა დამანახა საკუთარმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ. კერძოდ, სასწავლო პროცესში ვხედავდი, რომ მოსწავლეებს უჭირდათ კომპლექსური ხასიათის ამოცანებების დამოუკიდებლად გადაჭრა ჯგუფური/ინდივიდუალური მუშაობის ფორმატით და მოსწავლეთა გამოვლენილი ინტერესი არ ქმნიდა ეფექტურ სასწავლო გარემოს. რაც, თავის მხრივ, არ იძლეოდა მაღალ აკადემიურ შედეგებს. დაკვირვების მეთოდის გამოყენებით დავადგინე პრობლემა, მისი გამომწვევი მიზეზები, შევარჩიე მეთოდები, სტრატეგიები, გავწერე სამოქმედო გეგმა და წარვმართე მუშაობა გეგმის შესაბამისად.
კვლევის მიზანი -პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდითა და ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით, მოსწავლეებს გამოევლინათ ინტერესი და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ, ასევე შეძლებოდათ კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა ჯგუფური/წყვილებში/ინდივიდუალური მუშაობის ფორმატით, მიღწეულ იქნა.
ჩემი აზრით, მეთოდი დასახული მიზნის მიღწევისთვის იყო ეფექტური. მინდა აღვნიშნო, რომ სასწავლო წლის განმავლობაში სწავლება მიმდინარეობდა სამოქმედო გეგმის მიხედვით სტანდარტთან შესაბამისობით. თუმცა ზოგიერთ აქტივობას დაეთმო წინასწარ განსაზღვრულ დროზე მეტი (მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე), რამაც კიდევ უფრო დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა მოტივაციასა და კონკრეტული ამოცანების გადაჭრის უნარების განვითარებაზე. კერძოდ, თავდაპირველად დაგეგმილი პროექტი („ჩვენ ვართ ერთნი, ჩვენ ვართ განსხვავებულები“ – საქართველო-უკრაინა) გაწერილი იყო სამ თვეზე, მაგრამ მუშაობის დროს, სამუშაო პროცესში საჭირო გახდა რამდენიმე აქტივობის დამატება, რამაც გამოიწვია დროის გაზრდა. აქედან გამომდინარე, პროექტის გეგმაში შევიდა დამატებით რამდენიმე აქტივობა, რასაც დაჭირდა რამდენიმე დამატებითი გაკვეთილი.
ეფექტური აღმოჩნდაპროექტებით სწავლების მეთოდით უცხოური ენის სწავლება, რადგან ამ მეთოდის სწორად შერჩეულმა აქტივობებმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარებასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებას, შემოქმედებითობასა და სხვა დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. რაც, თავის მხრივ, უცხოური ენის სწავლების ძირითად ამოცანას წარმოადგენს დაწყებით საფეხურზე.
მეტად ეფექტური აღმოჩნდა მოსწავლეთა eTwinning–ის პროექტებში ჩართულობა, რადგან ამ პორტალზე განთავსებული პროექტები ზუსტადაა მორგებული მოსწავლეთა ასაკს, ინტერესს. ასევე ერთგვარ მოტივაციას წარმოადგენს უცხოელ თანატოლებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა.
პროექტებით სწავლების ძლიერ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა ტიპის აქტივობებში. გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესი, ასაკი.. თითოეულ აქტივობას ჰქონდა კონკრეტული მიზანი, რაც ხელს უწყობდა საბოლოო მიზნის მიღწევაში. ასევე, ეფექტური და შედეგიანი იყო ელ-რესურსების შესწავლა, ტექნოლოგიების მიზნობრივად და ეფექტურად გამოყენებისათვის. (www.wordclouds.comwww.storyjumper.com...)
შემდგომში, მსგავსი ტიპის მეთოდის გამოყენებასთან ერთად, აქტიურად გამოვიყენებ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს. რაც კიდევ ერთხელ, დამატებით დადებითად იმოქმედებს მოსწავლეთა მაღალ სააზროვნო უნარების განვითარებაზე, დასკვნების გამოტანაზე, პრობლემის მოგვარების/გადაჭრის გზების პოვნაზე (ტრანსფერის უნარი, ანალიტიკური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება).
ჩატარებული კვლევით სარგებელი მიიღეს არამარტო მოსწავლეებმა, არამედ კოლეგებმა. მათ თვალნათლივ დაინახეს, რომ პროექტებით სწავლება, გამოყენებული ეფექტური სტრატეგიები, ეხმარება მოსწავლეებს კომპლექსურად შეუწყოს ხელი მოსწავლეებში, საგანმანათლებლო მიზნიდან გამომდინარე, კონკრეტული ამოცანების გადაჭრის სამი კატეგორიის ამოცანების გადაჭრაში. კერძოდ,
• სხვადასხვა ტიპის ცოდნის შეძენა
• სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევების განვითარება
• თავისუფალი არჩევანის გაკეთება, შემოქმედებითობა...
განსაკუთრებით ხაზგასმით იქნა აღნიშნული პროექტებით სწავლების მეთოდის გამოყენების სიკეთეზე ( eTwinning–ის პროექტები) უცხოური ენის პედაგოგებისათვის, რაც უცხოური ენის პრაქტიკულ გამოყენებას გულისხმობს. კოლეგების უკუკავშირის შედეგად შეიძლება აღინიშნოს, რომ ეს მიმართულება უკავშირდება იმ სოციალური მიზნის განხორციელებას, რომელიც სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს უცხოური ენების დიდაქტიკაში, კერძოდ, ისეთი სოციალურად აქტიური ინდივიდის აღზრდას, რომელიც შეძლებს სხვადასხვა ენობრივ-კულტურული იდენტობის მქონე მოქალაქეებთან თანამოღვაწეობას. მთავარი გამჭოლი უნარ-ჩვევა, რომლის განვითარებასაც უნდა მოემსახუროს ეს მიმართულება, არის კომპლექსური ხასიათის ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრა ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის ფორმატში. მეთოდური თვალსაზრისით, ასეთი ტიპის დავალებები ხელს უწყობს კომუნიკაციურ-ენობრივი უნარების უკეთ დაუფლებას, რამდენადაც მოსწავლეებს უწევთ ენობრივ თუ კომუნიკაციურ აქტივობებში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განსხვავებულ სიტუაციაში გადატანა.
ხათუნა ქუმელაშვილი
მაისი, 2018

პრაქტიკული კვლევის რეფლექსია

                     პრაქტიკული კვლევის რეფლექსი

  ნაშრომი წარმოადგენს სსიპ დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლის X კლასის  მოსწავლეებთან ჩატარებული პრაქტიკული კვლევის ანგარიშს თემაზე  -,,ეფექტური ინტერვენციები  გააზრებული კითხვის ხელშესაწყობად’’ პრაქტიკული კვლევის მიზანია გამოიკვლიოს მოსწავლეებში რა იწვევს გააზრებული კითხვის პრობლემებს და რამდენად მნიშვნელოვანია იგი მოსწავლის პიროვნულ განვითარებაში.  საკვლევი თემის შერჩევა განაპირობა მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესში, ასევე შემაჯამებლებში გამოკვეთილმა ხარვეზებმა (კერძოდ, ტექსტების ანალიზისა და ტესტების დაწერის დროს), პრობლემებმა, რომელიც გააზრებულ კითხვას უკავშირდებოდა, განსაკუთრებით  იგრძნობოდა ეს საინფორმაციო ტექსტების შესწავლისას არა მარტო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე სხვა საგნებშიც:(მაგალითად, გეოგრაფიაში, ბიოლოგიაში). ეს კი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს  საგნების აკადემიურ მოსწრებაზეც. დასახელებული პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას არა მარტო  საქართველოს სკოლებში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
 კვლევა განახორციელა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლია გიგოლაშვილმა. პრაქტიკის კვლევა მოიცავდა პერიოდა 2018 წლის  იანვრიდან  15  ივნისის ჩათვლით. კვლევის მეთოდოლოგიური საფუძველი არის პრაქტიკის კვლევა, ხოლო ინტერვეციების სანდოობისა და ეფექტურობის მიზნით გამოყენებულია კვლევის სხვადასხვა მეთოდი- რაოდერნობრივი და თვისობრივი.   თვისობრივი მეთოდი გულისხმობს ზოგად დაკვირვებას როგორც საგაკვეთილო პროცესზე, ასევე გაკვეთილზე მასწავლებლის მიერ გამოყენებულ გააზრებული კითხვის მეთოდების ეფექტიანობასა და მათ მნიშვნელობაზე მაღალი სააზროვნო უნარების განვითარების პროცესში. რაოდენობრივი კვლევის მეთოდებიდან გამოყენებულია დიაგნოსტიკური ტესტები ღია და დახურული კითხვებით. დაიგეგმა ასევე ინტერვეციები: დიაგნოსტიკური ტესტებით პრობლემის გამოკვეთა, გაკვეთილებზე  გააზრებული კითხვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება,   მოსწავლეთა  ტესტირებებზე ფოკუსირებული დაკვირვება. შემდეგ ისევ პოსტესტით  მიღებული შედეგების  პირველად მონაცემებთან შედარება.     კვლევის შედეგები: კვლევის მიმდინარეობისას საკმაოდ გაიზარდა მოსწავლეთა ჩართულობა     საგაკვეთილო პროცესში, ტესტებზე მუშაობისას იმატა მაღალმა ქულებმა, კითხვის მრავალფეროვანი სტრატეგიების გამოყენებამ გააადვილა როგორც მხატვრული, ასევე  საინფორმაციო ტექსტების აღქმა. ასევე იმატა მაღალმა შეფასებებმა სხვა საგნებშიც.(ისტორია, გეოგრაფია) დასკვნა: მიუხედავად ამისა,  კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, დავინახე, რომ გააზრებული კითხვის პრობლემები გლობალურ ხასიათს ატარებს. ამიტომ თუ გვინდა, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას კვლევში ჩამოყალიბებული რეკომენდაციები მრავალჯერადი და სიტემური უნდა იყოს. მხოლოდ ასე შეიძლება მივაღწიოთ მიზანს და ჩვენი მოსწავლეები აღვჭურვოთ ისეთი უნარებით, რომლებიც ცხოვრების ფართო გზაზე თავის დასამკვიდრებლად, საკუთარი ადგილის საპოვნელად დაეხმარებათ.  

 ქართული ენისა და ლიტ პედაგოგი ლია გიგოლაშვილი



თბილისის N 16 საჯარო სკოლა აცხადებს ფოტოკონკურსს :  ,, ტოლერანტული საქართველო“

🔹კონკურსის აღწერა :
თბილისის N16 საჯარო სკოლა აცხადებს ფოტოკონკურსს:" ტოლერანტული საქართველო", კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII,VIII,IX,X,XI,XII კლასის მოსწავლეებსკონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების წახალისება და  თანასწორობისა და ტოლერანტული ღირებულებების გააზრება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს.
ფოტოები უნდა გამოგზავნოთ 1 მაისამდე  შემდეგ მისამართზე:

კონკურსში გამოვლინდება  10 საუკეთესო ფოტოსურათირომლის ავტორებიც მიიღებენ  სერტიფიკატებს.

🔹გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება :
გამოვლინდება 10  საუკეთესო ფოტო რომლებიც გამოიფინება პროექტის საზეიმო პრეზენტაციაზე;
კონკურსში გამარჯვებული მონაწილე სკოლები მიიღებენ მადლობის სიგელს

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები :

·         სათაურთან შესაბამისობა;
·         შემოქმედებითობა;
·         კრეატიულობა
  
🔹კონკურსის წესები :
 ავტორს აქვს  რამდენიმე  ფოტოსურათის წარდგენის უფლება;
 ფოტოების  მიღება მიმდინარეობს შემდეგ ელ ფოსტაზე - tbilisi16@mes.gov.ge
🔹 გასათვალისწინებელი ინფორმაცია :
 ფოტოს  თან უნდა ერთვოდეს მონაწილის სახელი და გვარიწლოვანებასკოლის დასახელებამისამართი და მოსწავლის მობილურის ნომერი.




თბილისის N 16 საჯარო სკოლა აცხადებს ნახატების კონკურსს :  ,, ტოლერანტული საქართველო“

🔹კონკურსის აღწერა :
თბილისის N16 საჯარო სკოლა აცხადებს ნახატების კონკურსს:" ტოლერანტული საქართველო", კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII,VIII,IX,X,XI,XII კლასის მოსწავლეებსკონკურსის მიზანია სკოლის მოსწავლეების წახალისება და  თანასწორობისა და ტოლერანტული ღირებულებების გააზრება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს.
ნახატები უნდა გამოგზავნოთ 1 მაისამდე  სკოლაში. ჩვენი მისამართია დ. სარაჯიშვილის გამზირი, N9.
კონკურსში გამოვლინდება  10 საუკეთესო ნაშრომირომლის ავტორებიც მიიღებენ  სერტიფიკატებს.


🔹გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება :
გამოვლინდება 10 საუკეთესო ნაშრომირომლებიც გამოიფინება სკოლაში გამართულ საზეიმო დასკვნით ღონისძიებაზე;
კონკურსში გამარჯვებული მონაწილე სკოლები მიიღებენ მადლობის სიგელებს

ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები :

🔹კონკურსის წესები :
 ავტორს აქვს მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარდგენის უფლება
🔹 გასათვალისწინებელი ინფორმაცია :
 ნახატი  უნდა მოიტანოთ სკოლის კანცელარიაში 30 აპრილის ჩათვლით


 თან უნდა ერთვოდეს მონაწილის სახელი და გვარიწლოვანებასკოლის დასახელებამისამართი და მოსწავლის მობილურის ნომერი






პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: „მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება ეფექტური მეთოდებითა და სტრატეგიებით დაწყებით საფეხურზე“






2017-2018 სასწავლო წელს IIდ კლასში ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: „მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გამდიდრება ეფექტური მეთოდებითა და სტრატეგიებით დაწყებით საფეხურზე“. მისი ჩატარების იდეა და აუცილებლობა დამანახა საკუთარმა პედაგოგიურმა პრაქტიკამ. კერძოდ, სასწავლო პროცესში ვხედავდი, რომ მოსწავლეებს უჭირდათ ტექსტის გააზრება არამარტო ქართულის, არამედ მათემატიკის გაკვეთილებზე, ამოცანებზე მუშაობის დროს. კერძოდ, პირობის გაგება-გააზრება. დაკვირვების მეთოდის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ პრობლემას ჰქონდა რამდენიმე გამომწვევი მიზეზი. ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ მწირი ლექსიკური მარაგი, არ იცოდნენ სიტყვების მნიშვნელობა.
     ამ პრობლემებისა და მისი გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ გადვწყვიტე  ჩამეტარებინა კვლევა და გამეგო, თუ რამდენად დამეხმარებოდა არსებული პრობლემის აღმოფხვრაში სწავლის პროცესში მიზნობრივად გამოყენებული სწავლების ეფექტური მეთოდები და სტრატეგიები. კონკრეტულად კი ის მეთოდები და სტრატეგიები, რომლის მიზანიც და ამოცანაც მოსწავლეთათვის ლექსიკური მარაგის გამდიდრება და ტექსტის გააზრებულად კითხვის უნარის განვითარება იქნებოდა.
  კვლევა წარიმართა წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პირველადი მონაცემთა ანალიზის შედეგად გავატარე შესაბამისი ინტერვენცია. გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობა შევამოწმე მეორე ტესტირებით, რომლის შედეგების ანალიზმაც აჩვენა მოსწავლეთა პროგრესი. ცხადი იყო, რომ გაკვეთილზე გამოყენებული იყო მიზანთან შესაბამისი მეთოდები, რომელიც ხელს უწყობდა არსებული პრობლემის მოგვარებას ეტაპობრივად. ასეთი იყო სინონიმებისა და ანტონიმების წრე, გასასვლელი ბარათები, სიტყვის პირამიდა, სიტყვის რუკა. ეს სახალისო აქტივობები დადებითად მოქმედებდნენ მოსწავლეებზე, მათ მოტივაციასა და ჩართულობაზე. საბოლოო ტესტირებით მიღებულმა შედეგების ანალიზმა კი დაადასტურა შერჩეული მეთოდებისა და სტრატეგიების ეფექტურობა  ტექსტის უკეთ გაგება-გააზრებაში. შედეგი იყო პროგრესირებადი, დამაკმაყოფილებელი, თუმცა პროცესი კვლავაც იმსახურებს კვლევას და დაკვირვებას.
ჩატარებული კვლევის ძლიერ მხარედ ვთვლი მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში, მათი მოტივაციის ამარლება, კლასგარეშე საკითხავი მასალით დაინტერესება. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩატარებული კვლევიტ სარგებელი მიიღეს არამარტო მოსწავლეებმა, არამედ კოლეგებმაც. კვლევის ეფექტურად წარმართვისათვის, დაწყებითი კატედრის პედაგოგები ხშირად ვუზიარებდით გამოცდილებას და რეკომენდაციებს. ხოლო კვლევის საბოლოო შედეგების პრეზენტაციისას, მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლექსიკური მარაგის როლი არამარტო ტექსტის გაგება გააზრებისათვის, არამედ სხვადასხვა დისციპლინების აღქმა–გაგება–გააზრებაში. დაწყებით საფეხურზე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მესამე კლასშიც მიმდინარეობდა. მიმაჩნია, რომ სწორედ თანადროული და წინასწარ ერთობლივად შემუშავებული გეგმით მოქმედება არის გარანტი მსგავსი პრობლემების ეფექტურად გადაჭრის. ამავე შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკეთესი იქნება თუ მსგავსი შინაარსის კვლევები კვალავაც წარიმართება  მომდევნო წლებშიც, რადგან იზრდება სტანდარტის მოთხოვნა, იცვლება მოსწავლეთა ასაკი, ინტერესი. ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევს სხვა პრობლემებს, პრობლემეს რაც უნდა იქნას დაძლეული ჩვენი პრაქტიკის გაუმჯობესებითა და  მასწავლებელთა თანამშრომლობით.

 



დაწყებითი კლასის პედაგოგი მანანა გაბელია

2018წ.



რეფლექსია კვლევის შედეგების გაზიარების შესახებ
  მართლწერასთან დაკვაშირებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათი შემცირების მიზნით ქ.თბილისის დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე( VII კლასში) 2017–2018 სასწავლო წელს ჩავატარე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა: „ინგლისური ენის მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის კვლევა „
ძირითადი მიზანი „ რა უნარ–ჩვევებს ფლობენ მოსწავლეები მართლეწერის სახითხებთან დაკავშირებით,როგორია მათი ფონური ცოდნა და როგორ შევუწყო ხელი მართლწერასთან დაკავშირებული სირთულეების დასძლევაში“
  მართლწერის სირთულე ინგლისური ენის სწავლების პროცესში ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს . მართლწერის სწავლება კომპლექსური,ხანგრძლივი პროცესია და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.  წამოჭრილი პრობლემები ბევრ ფაქტორებზეა დამოკდებული,რომელთა დადგენა და შესაბამისი გადაჭღის გზების ძიება მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასწავლო პროცესში, აქედან გამომდინარე კვლევის შედეგების გაზიარება კოლეგებისთვის ვთვლი,რომ საინტერესო იქნება,რადგან შედეგები დადებითი იყო და  მოსწავლეებში მართლწერის ცოდნის დონე გაუმჯობესდა.
   2017 წლის ოქტომბერში  დავიწყე კვლევა. გრძელდებოდა 7 თვის მანძილზე. კვლევის პროცესში აქტიურად გამოვიყენედაკვირვების მეთოდი,უბრალო და ჩართული დაკვირვების ფორმები. რომლის მიზანი მოსწავლეთა ინტერესების დადგენა  და მათი ხელშეწყობა იყო. პრობლემის შესწავლის პირველ ეტაპზე შვქმენი ფოკუს–ჯგუფი,რომ  გამეგო მოსწავლეთა ფონური ცოდნა საკვლევ საკითხთან დაკავშირებითმიღებულმა თვისობრივმა ინფორმაციამ, ჯგუფური დისკუსიის დროს წამოჭრილმა საკითხებმა თუ აზრთა სხვადასხვაობამ განაპირობა გამოკითხვის ჩატარება.ანკეტირება იყო ანონიმური,წარვმართე დახურულ პასუხებიანი კითხვარის გამოყენებით,დიაგნოსტიკური ტესტირება და ზემოთ აღნიშნული მეთოდები დამეხმარა პრობლემის არსის განსაზღვრაში. გამოყენებულმა ინტერვენციებმა დადებითი გავლენა იქონია მოსწავლეთა სწავლის ხარისხის ამაღლებაზე.მათთვის სასარგებლო იყო განსხვავებულ აქტივობებში მონაწილეობა, კარნახით წერა, Jumbled Words, რედაქტირება,სიყვათწარმოების გაკვეთილები,კითხვარების შევსება...
  კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო იყო კოლეგებისთვის,რადგან მოცემული პრობლება თითქმის სწავლების ყველა საფეხურხე გვხვდება.კათედრის წევრები დაინტერესდნენ შედეგებით ,თუ რომელმა მეთოდმა ,აქტივობამ იმუშა უკეთ,რომ სურვილისამებრ გამოიყენონ თავიანთ პრაქტიკაში.
მიღებული უკუკავშირი ძირითადად დადებითი იყო,თუმცა ზოგიერთი მიიჩნევდა ,რომ პრობლემის დაძლევა დამოკიდებულია მოსწავლეთა მონდომებაზე( ეს ალბათ ცაკლე კვლევის საკითხია),სახემძღვანელოებში მოცემული დავალებებიც საკმარისია ხარისხის გასაუმჯობესებლად..მიღებული რეკომენდაციებიც საინტერესო იყო,მომავალში მათი გათვალისწინება სასწავლო პროცესზე დადებით გავლენას იქონიებს.
  ჩატარებულმა კვლევამ კარგი გამოცდილება მომცა.მიმაჩნია ,რომ შევასრულე გეგმით გათვალისწინებული საქმიანობა.რა თქმა უნდა სამუშაო პროცესი რთული აღმოჩნდა ,რადგან საკმაოდ შრომატევადი და დატვირთული იყო მასალებით . 

ინგლისური ენის პედაგოგი ანნა კვარაცხელია




.







თბილისის N 16 საჯარო სკოლა აცხადებს ლიტერატურული ესეების კონკურსს :  
,, ტოლერანტული საქართველო“

🔹კონკურსის აღწერა :
თბილისის N16 საჯარო სკოლა აცხადებს ლიტერატურული ესეების კონკურსს:" ტოლერანტული საქართველო", კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ VII,VIII,IX,X,XI,XII კლასის მოსწავლეებს. კონკურსის მიზანია წერის პოპულარიზაცია, სკოლის მოსწავლეების წახალისება და  თანასწორობისა და ტოლერანტული ღირებულებების გააზრება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურზე მყოფ მოსწავლეებს.
ესეები უნდა გამოგზავნოთ 30 აპრილამდე შემდეგ მისამართზე: tbilisi16@mes.gov.ge
კონკურსში გამოვლინდება  10 საუკეთესო ნაშრომი, რომლის ავტორებიც მიიღებენ  სერტიფიკატებს.
🔹გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება :
გამოვლინდება 3 საუკეთესო ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდება N16 სკოლის ბლოგზე
კონკურსში გამარჯვებული მონაწილე სკოლები მიიღებენ მადლობის სიგელს
ნაშრომის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას.
ნაშრომის შეფასების კრიტერიუმები :
სათაურთან შესაბამისობა და საკითხის გააზრება
ლოგიკური მსჯელობა
ნაშრომის სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნითი ნაწილი)
თხრობის, აზრის ორიგინალურად და ლაკონურად გადმოცემის უნარი
ტექსტის გრამატიკული, სტილისტური და შინაარსობრივი გამართვა.
წერის კულტურა
🔹კონკურსის წესები :
ავტორს აქვს მხოლოდ ერთი ნამუშევრის წარდგენის უფლება
პლაგიატის შემთხვევაში ნაშრომი არ განიხილება
ნამუშევრების მიღება მიმდინარეობს შემდეგ ელ ფოსტაზე - tbilisi16@mes.gov.ge
🔹 გასათვალისწინებელი ინფორმაცია :
ესე უნდა გამოიგზავნოს word-ის დოკუმენტით, შრიფტის ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5
არ უნდა აღეატებოდეს 400 სიტყვას
თან უნდა ერთვოდეს მონაწილის სახელი და გვარი, წლოვანება, სკოლის დასახელება, მისამართი და მოსწავლის მობილურის ნომერი.















































2013-1016 სასწავლო წელი
 სკოლის ცხოვრება










XIბ კლასი სარაჯიშვილის სახელობის კონიაკის ქარხანაში...
მოსწავლეებისათვის ჩატარდა თემატური ექსკურსია, მათ მოისმინეს საუბარი დავით სარაჯიშვილის მოღვაწეობისა და, ასევე, საკონიაკე სპირტების ტექნოლოგიების შესახებ










განახლებული სააქტო დარბაზი